სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.05.2019

     (რეზონანსი) არასრულწლოვნის ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ სერვისების განვითარების სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის ოქტომბერში აცნობა, თუმცა ამ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.

    არასრულწოვანი დედის მიერ სავარაუდოდ 7 თვის შვილის მკვლელობის შესახებ ახალ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

    მისივე ცნობით, გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება.

    შედეგად უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას, ან სამსახურეობრივ გულგრილობას.

    შსს-ს განცხადებით, ასეთის დადასტურების შემთხვევაში შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

    ამ ეტაპზე კი, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს.

    „2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ. შ.-ს სახლიდან წასვლის შესახებ.

    პოლიციამ დაადგინა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და გამოკითხა იგი. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას არ დაადასტურა მის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

    21 მაისს, გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა. მამა ამბობს, რომ ამ დროს ბავშვის დედა სახლში უკვე აღარ იყო. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ კი ის თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×