სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.05.2019

     (რეზონანსი) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, ვერეს ხეობაში, გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით არსებულ ახალ გზაზე კლდის ნაწილის ჩამოშლის გამო, ბახტრიონის ქუჩის გადასახვევიდან, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება ორივე სამოძრაო ზოლზე დროებით აიკრძალა.„გზის აღდგენითი სამუშაოების დასრულებამდე, ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ბახტრიონის გვირაბის გავლით, კარტოზიასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის მიმართულებით.

    ავტომანქანების მოძრაობა საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება",- აცხადებენ შსს-ში

    ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე (ვაკე-საბურთალოს ახალი გზა) კლდის მასა დღეს ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved