სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.05.2019

     შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ჯ.მ. დააკავეს.

    დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 20 მაისს რუსთავში ერთ-ერთ პარკში თავს დაესხა 1988 წელს დაბადებულ ქ.ს.-ს და მისი გაუპატიურება სცადა. ქალმა მას წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც ჯ.მ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    (ინფორუსთავი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved