სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.05.2019

     (რეზონანსი) „ბრალდება აბსურდულია და ეს არის მიზანმიმართული კამპანია ჩემ წინააღმდეგ" - უთხრა „TV 25“-ს ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა ომარ მახარაძემ.

    მისი მტკიცებით, ტელეფონის პროგრამა გატეხეს, საიდანაც გოგოს მისი სახელით შეტყობინებებს უგზავნიდნენ.

    „ეს არის დაგეგმილი სიცრუე, სიბინძურე. ჩემი ტელეფონის „აიქლაუდი“ გატეხილია. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ვიგრძენი, რომ ჩემი ტელეფონი გატეხილი იყო. პარტიული დავალებით ხულოს მუნიციპალიტეტში არჩევნების პერიოდში ვიყავი. დაველოდოთ გამოძიებას და ვინც დამნაშავეა, შესაბამისად დაისჯება", - აცხადებს ომარ მახარაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved