რეზონანსი
23.05.2019

 (რეზონანსი) დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო.

ინფორმაციას და ფოტო-ვიდეომასალას ადგილობრივი გიდი, ზვიად ანანიაშვილი ავრცელებს.

"ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა, აზერბაიჯანის მხრიდან.

გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ. ეს ყველაფერი იმის ფონზე როდესაც ჩვენ არ გვაძლევენ უბრალოდ ასვლის უფლებასაცკი, მიმდინერემოლაპარაკებების გამო. მივმართავ მათ ვისაც ხელეწიფება ამ ინფორმაციაზე წვდომა, გაგვაგებინეთ რა ხდება!!! რა გზას აშენებს სასაზღვრო ზონაში აზერბაიჯანი?" - წერს ანანიაშვილი ფეისბუქზე"

პარალელურად საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა იმართება ბაქოში. დელეგაციებს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები ხელმძღვანელობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×