რეზონანსი
23.05.2019

 (რეზონანსი) წყალტუბოში "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი წყალტუბოში, იმ გოგონას ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს, მას შემდეგ კი როდესაც ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ავტომობილში სხდებოდნენ, მათ თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ამ დროისთვის ქუთაისის "ევექსის" კლინიკაში არიან გადაყვანილი. ედიშერ მუშკუდიანს მრავლობითი მოტეხილობები და თვალის კაკლის დაჟეჟილობა აღენიშნება.

ექიმების თქმით, მიმდინარეობს მდგომარეობის შეფასება/დაკვირვება დინამიკაში. სწორედ დაკვირვების შედეგად იქნება მიღებული გადაწყვეტილება მის თბილისში ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით.

"კურიერის" ოპერატორმა თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალის გადაღება შეძლო. კადრები შინაგან საქმეთა სამინისტროში მტკიცებულების სახით არის წარდგენილი.

როგროც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დადგენილია ერთი პირი, რომელიც გადაყვანილია პოლიციაში. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლის პრიმა და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×