რეზონანსი
23.05.2019

 (რეზონანსი) "რუსთავი 2"- ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე იმ პირების ფოტომასალას ავრცელებს, რომლებიც დღეს "კურიერის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ადამიანებმა განახორციელეს, ჯგუფური თავდასხმა, "რუსთავი 2" ის ჟურნალისტსა და ოპერატორზე. კურიერის ჟურნალისტის ედიშერ მუშკუდიანის მდგომარეობა მძიმეა, მას აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები. სახეზეა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, ჯგუფური თავდასხმა, ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანება. ველით ოთხივეს დაკავებას და უმკაცრეს რეაგირებას, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების "გატარება", რაც არაერთხელ გიქნიათ სულ უფრო ზრდის ძალადობას მედიაზე"- წერს მელაძე.

"კურიერის" გადამღებ ჯგუფს თავს ცოტა ხნის წინ დაესხნენ. გადამღები ჯგუფი იმ გოგონას ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული. გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გოგონას ოჯახის ახლობლები გაუსწორდნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×