რეზონანსი
23.05.2019

 (რეზონანსი) „რუსთავის 2-ის ჟურნალისტი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორის, თამარ ჯანელიძის განცხადებით, ჟურნალისტს მრავლობითი დაზიანება აქვს.

„პაციენტს აქვს ქალა ტვინის ტრავმა. ჩაუტარდა შესაბამის კვლევები, დაუდგინდა დიაგნოზი პლევმოცეფალია, თავის ძვლის მოტეხილობა, თვალბუდის ქვედა კიდის მოტეხილობა, თვალის კაკლის დაჟეჟილობა და ცხვირის ზედაპირული ტრავმა აქვს. ამჟამად მოთავსებულია ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას, მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა თამარ ჯანელიძემ.

„რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს და ოპერატორს დღეს თავს დაესხნენ. შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მესხეთში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი 7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულის ოჯახში მიდიოდა, რა დროსაც თავს დაესხნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის ბ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

მომხდარის გამო ერთი პირი პოლიციაში დაკითხვაზეა გადაყვანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×