რეზონანსი
23.05.2019

 (რეზონანსი) "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასა და მასთან ერთად პარტიის შექმნას არ გამორიცხავს.

როგორც ფოფხაძე აცხადებს, ყოფილ პრემიერთან თანამშრომლობას, რომელთანაც კომუნიკაცია აქვს, მიესალმება.

"გიორგი კვირიკაშვილთან ადამიანური ურთიერთობა მაქვს, მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს. პოლიტიკაში კვირიკაშვილის დაბრუნებას არ გამოვრიცხავ.

კვირიკაშვილის მიმართ პირადი სიმპათიები მქონდა და ახლაც არ მიმაჩნია, რომ ცუდი ადამიანია. შესაბამისად, თუ მექნება რაიმე ურთიერთობა და თვითონ თუ ექნება სურვილი, რატომ არ შეიძლება პოლიტიკურ თანამშრომლობაზე ვიფიქროთ?! ამ ადამიანს ჯერ უნდა დაველაპარაკო და თუ დგას კონკრეტული წინაპირობები დასკვენების გაკეთების შესახებ საჯარო სივრცეში მერე ვისაუბროთ.

ზოგადად, გიორგი კვირკაშვილის მიმართ მაქვს ადამიანური სიმპატიები, არასდროს გიორგიზე ცუდი აზრის არ ვყოფილვარ და ნეგატიური აზრი მასთან მიმართებაში არ გამომითქვამს. მგონია, რომ ღირსეული კაცია", - აცხადებს გედევან ფოფხაძე "2020NEWS"-თან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×