სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.05.2019

     (რეზონანსი) "როგორც ჩანს, ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

    პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა საექსპორტო საქონლის მაქსიმალურ დივერსიფიკაციას და ევროკავშირის ბაზარზე ორიენტირებას ცდილობს.

    "ორიენტირება ექსპორტზე, მომსახურების სექტორზე, ტურიზმზე, იმპორტის ჩანაცვლებაზე და რაც მთავარია, ლარიზაციაზე არის ერთადერთი გარანტი გრძელვადიან პერსპექტივაში იმისთვის, რომ საქართველო არ იყოს ასეთი მოწყვლადი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მეზობელი ქვეყნების ეკონომიკების გავლენაზე.

    ვცდილობთ, გავაკეთოთ მაქსიმალური დივერსიფიკაცია ჩვენი საექსპორტო საქონლის, ვიყოთ ორიენტირებული ევროკავშირის ბაზარზე და სხვა შორეულ ბაზრებზე, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთი. შესაბამისად, დასკვნაც არის ძალიან მარტივი, როგორც ჩანს, ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ", - აღნიშნა ბახტაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×