რეზონანსი
23.05.2019

 პოლიტიკოსმა ჯონდი ბაღათურიამ, რომელიც "ქართული დასის" ლიდერია, "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, რომ მის მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

"ორი დღის წინ გავიგეთ, რომ ნათიას სიმსივნე აქვს. ექიმებმა ჯერ ვერ დაადგინეს სიმსივნე მკერდიდანაა წამოსული თუ ფილტვიდან. 14 წლის წინაც ჰქონდა მკერდზე ეს პრობლემა და მაშინ გადავრჩით. ერთი წელია დადის ექიმებთან, რენტგენს უღებდნენ ფილტვებზე. ბოლოს კიდევ რომ მოგვთხოვეს რენტგენის გადაღება, იქ გამოჩნდა ფილტვზე რაღაც წერტილი, შემდეგ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია გადავიღეთ, მეორე დღეს გაუკეთეს ექოსკოპია, ახლა კი მორფოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. გვეუბნებიან, რომ 99 პროცენტით სიმსივნე არისო, თან ავთვისებიანი, უმჯობესია იყოს მკერდის სიმსივნე და შორს წასული, ვიდრე ფილტვზე აღმოაჩნდესო. ორშაბათს უკვე ნათია თურქეთში მიმყავს სამკურნალოდ. აქ მოცდას აზრი აღარ აქვს. გთხოვთ, მოიხსენიოთ ლოცვაში, უძლურებაში მყოფი ჩემი მეუღლე ნათია", - ამბობს"მშობლები.ჯი"-სთან ბაღათურია.

ჯონდი ბაღათურიას სამი შვილი - ერთი ვაჟი და ორი გოგონა ჰყავს. პოლიტიკოსის მეუღლე ნათია ფოფხაძე გახლავთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×