სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.05.2019

     ისრაელში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი იერუსალიმისა და მოდინას რაიონებში, დასახლებებთან ახლოს არის გავრცელებული, რის გამოც ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. დროებით დაიხურა თელ-ავივი იერუსალიმის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ნაწილიც. სტიქიის გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს.

    ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ცეცხლის კერების წარმოშობაში წვლილი შეიტანა ებრაულმა დღესასწაულმა ლაბ ბა-ომერმაც, რა დროსაც იუდაიზმის მიმდევრები კოცონს ანთებენ. სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც.

    (1tv.ge)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved