სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.05.2019

    7 თვის ჩვილის გაგუდვაში ბრალდებული მარიამ შ. დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის, ერთ-ერთ სოფელში გაიზარდა და ის ამ დრომდე სკოლაში ირიცხებოდა როგორც მოსწავლე. გოგონას მამა ბოლო 2 წელია საზღვარგარეთ იყო წასული, თუმცა ამ ტრაგედიის შემდეგ, ის უკან დაბრუნდა. 

    სკოლის დირექტორი შ. კ. ადასტურებს, რომ გოგონა მისი სკოლის მოსწავლეა და ექსტერნად აბარებდა გამოცდებს. სკოლაში ბოლოს აღდგომის მომდევნო კვირას გამოჩნდა, მას შემდე ის გაკვეთილებს არ დასწრებია.

    "კარგად სწავლობდა, თანატოლებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, ჩვენთვის გამაოგნებელია და საშინლებაა ეს ტრაგედია. ადრე იყო ასეთი შემთხვევა, როცა ის 2017 წელს გაიპარა სკოლიდან, ამის შესახებ მისმა ძმამ შემატყობინა, მითხრა, გაკვეთილებზე იყო, მაგრამ სახლში არ მოსულაო, ბუნებრივია მაშინვე დავრეკეთ პოლიციაში. პოლიციასთან ჩვენს გასაუბრებას მისი დედაც ესწრებოდა და 2 დღეში გავიგეთ, რომ გაპარული იყო და გამოჩნდა. შემდეგ ამ საქმეს რა მსვლელობა მისცა პოლიციამ, ჩემთვის უცნობია. იმ ფაქტიდან რამდენიმე ხანში გამოჩნდა სკოლაშიც და ჩვეულებრივ დადიოდა. 

    როგორც ვიცი, მას მშობლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. არასდროს გაგვიგია ინფორმაცია კონფლიქტზე, თუმცა, არ ვიცი, შიგნით ოჯახურ სამზარეულოში რა ხდება, ეს დეტალები ჩემთვის უცნობია" - განუცხადა "პალიტრას" სკოლის დირექტორმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ნათი   (24.05.2019)
    ეს გოგო ეტყობა თავიდან ყოფილა დაულაგებელი ჭკუის და სექსუალურად დაინტერესებული გიჟი.რა გამართლება უნდა მისცე ამისთანას?კიდევ კარგი ქმარი და მისი ოჯახი არ მიაყოლა ანგელოზს,ასეთი ქალი საჯაროდ ჩასაქოლია.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×