სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.05.2019

     ზაფხულის სუპერტურნირის – ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მერვე მაეგაშირა ასანოიამა იყო, რომელიც შესანიშნავად ასპარეზობს. შეხვედრამდე, მის ანგარიშზე 10 გამარჯვება და მხოლოდ ორი მარცხი იყო. ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი შეჯახებისას (ტაჩიაი) უპირატესობა ასანოიამამ მოიპოვა, მაგრამ ლევანმა ტექნიკური ილეთი – კატაცუკაში შეასრულა, მეტოქეს თავზე დააწვა და თითქოს უმნიშვნელოვანესი მე-10 გამარჯვება მოიპოვა. 

    ბრძოლის შემდეგ, ე. წ. გუნბაი შედგა, მსაჯები დოჰიოზე შეიკრიბნენ, დაპირისპირების დეტალები განიხილეს და გამარჯვება იაპონელს მიაკუთვნეს. თუმცა ვიდეოგამეორებისას აშკარად გამოჩნდა, რომ მსაჯები შეცდნენ და ტოჩინოშინს ფეხი დოჰიოს მიღმა არ დაუდგამს. ამას ადასტურებდნენ იაპონელი ტელეწამყვანბიც და თვით ასანოიამას მწვრთნელიც. მიუხედავად ამისა, მსაჯებმა ლევანს დამარცხება ჩაუთვალეს და ამით მისი გზა ოძეკობის დაბრუნებისთვის ძალიან გართულდა. დარჩენილ 2 უძლიერეს მეტოქესთან ტოჩინოშინმა მინიმუმ 1 მაინც უნდა მოიგოს.

    წარმატებული დღე ჰქონდა გაგამარუს. თეიმურაზ ჯუღელს ჯურიოს მეთორმეტე ნომერი ტობიძარუ დაუპირისპირდა. გაგამ უპირატესობა ტაჩიაის დროს მოიპოვა და მეტოქეს დოჰიო მარტივად დაატოვებინა. ქართველი რიკიშის ანგარიშზე რვა გამარჯვება და ხუთი მარცხია, რაც იმას ნიშნავს, რომ დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) გაიფორმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved