რეზონანსი
24.05.2019

 (რეზონანსი) შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება სოფელ აღაიანში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე, რომელშიც შვიდი თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალი არასრულწლოვან დედას ედება.

შსს-ში აცხადებენ, რომ ორსულობის დადგომის დროს ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის ასაკს მიუღწეველი იყო, რაც შეიცავს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.

„მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ მ.შ. ორსულობის დადგომის დროისთვის იყო 16 წლის ასაკს მიუღწეველი, რაც შეიცავს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.

შესაბამისად, გამოძიება ამ მიმართულებით უკვე აქტიურად მუშაობს. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ, გამოძიება იმსჯელებს კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხზე", - აცხადებს შსს-ში.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×