სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.05.2019

     (რეზონანსი) ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება, მან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

    მიზეზად ტერეზა მეი იმ გარემოებას ასახელებს, რომ ყველაფერი გააკეთა ბრექსიტის პროცესის სათანადოდ წარმართვისთვის, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია.

    ტერეზა მეის განცხადებით, მისი კარიერის ყველაზე დიდი სინანულია, რომ ბრექსიტის გეგმა ვერ შეასრულა.

    "ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ დეპუტატებს ბრექსიტის გეგმისთვის მხარი დაეჭირათ. თუმცა, სამწუხაროდ ეს ვერ შევძელი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბრიტანეთის რიგით მეორე ქალი პრემიერ-მინისტრი ვიყავი, თუმცა, დარწმუნებული ვარ რომ არა უკანასკნელი", - განაცხადა ტერეზა მეიმ.

    ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ოფიციალურად 7 ივნისს დატოვებს. სწორედ ამ პერიოდიდან უნდა შეარჩიონ ახალი კანდიდატი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ere   (24.05.2019)
    gandabamde gkonia gza


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved