სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.05.2019

     (რეზონანსი) დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით, ქართული და აზერბაიჯანული მხარეები, ბაქოში შეხვედრას ამ წუთებში მართავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

    უწყებაში შეხვედრის დეტალების შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ.

    კომისიის ქართულ მხარეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ახალი ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს.

    კომისია, რომლის შემადგენლობაც 20 წევრისგან განისაზღვრა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 10 მაისს დაამტკიცა.

    საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე სამთავრობო კომისია 1996 წლიდან მუშაობს. ამ დროისთვის ტერიტორიის 30% დასაზუსტებელია, მათ შორის, განსაკუთრებული დავის საგანი ის ტერიტორიაა, სადაც სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯი მდებარეობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ***   (24.05.2019)
    ზოგს დაავიწყდა გარეჯიდან არასასურველი პოლიტიკური განწყობები იწყება ხომლმე,მერე როგორ მთავრდება ისიც ვიცით.ეს რომ ახსოვდეთ აქამდე არ მიიყვანდნენ საქმეს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved