სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.05.2019

     (რეზონანსი) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლის შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურას ხსნის და განაცხადს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ტოვებს.

    "ორ ვაკანსიაზე აღარ მაქვს განაცხადი. უარს ვამბობ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ განაცხადზე და ამ კუთხით დაწინაურებაზე. საბჭოს ვთხოვ, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილოს, მხოლოდ და მხოლოდ, იქ სადაც ამჟამად ვარ გამწესებული - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. ვინაიდან, ჩემი ვადაც ბევრი აღარ არის დარჩენილი, დაახლოებით 2 წლამდე დრო დარჩა, მე მაქვს ამის სურვილი და უფლებაც, რომ უვადოდ გადანიშვნაზე მქონდეს პრეტენზია და სწორედ ამიტომ ვტოვებ ჩემს კანდიდატურას პირველ ინსტანციაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

    იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა დღეს გაიმართება. გიორგი მიქაუტაძეს თავდაპირველად განცხადი ორი ინსტანციის სასამართლოში ჰქონდა შეტანილი - თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების ადმინისტრაციულ პალატებში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    კოტე   (25.05.2019)
    თუ უარი თქვი როგორ აგირჩიეს? საინტერესო ფაქტია


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×