რეზონანსი
24.05.2019

 (რეზონანსი) ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი მადო გვა­თუა "ფე­ის­ბუქ­ზე" თბი­ლი­სის 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლას­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მისი შვი­ლი პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ლუ­კას, რო­მელ­საც აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის აშ­ლი­ლო­ბა აქვს, ყო­ველ დი­ლით, სკო­ლა­ში მის­ვლი­სას სწო­რედ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ხვდე­ბა და სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მის­ვლამ­დე ეხ­მა­რე­ბა.

"მე და ლუკა მად­ლო­ბას ვუხ­დით, ჩვენ საყ­ვა­რელ პო­ლი­ცი­ელს გი­ორ­გის. ასე­ვე მად­ლო­ბა შსს-ს, ასე­თი მა­ღა­ლი დო­ნის ინ­ტე­ლექ­ტი­სა და მო­რა­ლის მქო­ნე კად­რის­თვის... სკო­ლას­თან გვხდე­ბა ყო­ველ დი­ლით და ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. კარ­გი პო­ლი­ცი­ე­ლი. რაც მთა­ვა­რია ისე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ახერ­ხებს, რომ გე­გო­ნე­ბა ინ­კლუ­ზი­ის კურ­სე­ბი აქვს გავ­ლი­ლი" - წერს გვა­თუა. პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბას სხვა მშობ­ლე­ბიც გა­მო­ხა­ტა­ვენ.

"AMBEBI.GE"-ს ინფორმაციით, პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც ფო­ტო­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი, 37 წლის გი­ორ­გი ჩი­ტა­ძეა. იგი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის რი­გებ­ში 2006 წლი­დან ირი­ცხე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×