რეზონანსი
24.05.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლონდა თოლორაია არ გამორიცხავს, შვილის მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის გოგონას მეუღლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

"აღნიშნული საქმის ფარგლებში ხდება ასევე მტკიცებულებების მოპოვება ამ მიმართულებითაც. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გოგონა დაორსულების დროისათვის ნამდვილად იყო 15 წლის, ამ ასაკის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი, ეს არის დანაშაული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით", - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

შსს-ს ცნობით, მ.შ. ორსულობის დადგომის დროისთვის იყო 16 წლის ასაკს მიუღწეველი, რაც შეიცავს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×