სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.05.2019

     (რეზონანსი) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

    აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 ხმით მიიღო.

    კანდიდატებს შორის გიორგი მიქაუტაძესთან ერთად იუსტიციის საბჭოს სხვა მოსამართლე წევრებიც იყვნენ: რევაზ ნადარაია, ირაკლი ბონდარენკო და და ვასილ მშვენიერაძე, თუმცა სამივე მათგანმა (მიქაუტაძის გარდა) კანდიდატურები მოხსნეს.

    აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული პირების გარდა კანდიდატებს შორის არიან უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა პირვანდელ სიაში დასახელებული პირები, ასევე მოსამართლეები, რომლებსაც 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ. მათ უვადოდ გამწესების სურვილი აქვთ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×