სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.05.2019

     (რეზონანსი) „საპატრიარქოს უწყებანის" ახალ ნომერში სტატია გამოქვეყნდა შემდეგი სათაურით: „2004 წლიდან დღემდე არცერთ ქართველს ბერთუბნის მონასტერში ფეხი არ დაუდგამს", სადაც ერთ-ერთმა მინისტრმა აზერბაიჯანელ მაღალჩინოსანთან შეხვედრაზე იკამათა.

    მინისტრმა კითხვა დასვა, თუ აზერბაიჯანული მხარე აღიარებდა, რომ მონასტერი ქრისტიანული იყო, რატომ არ უშვებდა მეზობელი ქვეყანა იქ დამთვალიერებელს, რაზეც მაღალჩინოსანმა უპასუხა, რომ ეს პოლიტიკური საკითხი იყო.

    „მამაო, რამდენიმე წლის წინ „საპატრიარქოს უწყებანში" დავბეჭდეთ ინფორმაცია ბაქოში ჩვენი ერთ-ერთი მინისტრის ვიზიტისას აზერბაიჯანელ მაღალჩინოსანთან შემდგარი კამათის შესახებ (მათ ვინაობას არ ვასახელებთ, თუმცა, არცერთი მათგანი აღარ არის თანამდებობაზე). ამ შეხვედრისას აზერბაიჯანელმა მოხელემ მის ქვეყანაში (მათ შორის,საინგილოში) არსებულ ქართულ ტაძრებს „ალბანური ძეგლები" უწოდა. ქართველი მინისტრი შეეკამათა და უთხრა: ვთქვათ, ალბანურია, მაგრამ ქრისიანული ხომ არის? რატომ არ გახსნით ამ ტაძრებსო? - აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა უპასუხა „это политически вопрос". ამ პასუხში კარგად გამოჩნდა, რომ ჯერ საინგილოს ქართული ეკლესიების, ბოლო წლებში კი უკვე დავით გარეჯის „ალბანურ ძეგლებად" გამოხადება მხოლოდ იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით არის ნაკარნახევი და ისინი ქართული ისტორიული ძეგლები რომაა, ეს ბაქოშიც კარგად იციან

    შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა ბაქოში 23-24 მაისს გაიმართება.

    როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, ქართული მხარე მოწადინებულია, პროცესი აზერბაიჯანთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის სულისკვეთებით წარიმართოს.

    პრაიმტაიმი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (24.05.2019)
    მედიატორებად, მრჩევლებად, ისტორიული სიმართლის დამდგენლებად მ ო ი წ ვ ი ე თ საზღვარგარეთელი ისტორიკოსები ჩვენს კომისიაში. ისინი,-- ვისაც აზერბაიჯანელი სპეციალისტებიც პატივისცემით ეკიდებიან, ვის ვერდიქტსაც ვერ შეეწინააღმდეგებიან! ყველა ჩვენზე მ ა გ ა რ ი როგორაა, კაცო!, მოკრძალება წ ა მ გ ე ბ ი ა ნ ი აღმოჩნდა ჩვენთვის, როგორმე შემტევი უნდა გავხდეთ და დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved