სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.05.2019

     (რეზონანსი) სოფელ აღაიანში მომხდარ საზარელ შემთხვევასთან დაკავშირებით, სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ მათ უწყებაში არანაირი ინფორმაცია არ შესულა არც სკოლიდან და არც სამედიცინო დაწესებულებიდან მოზარდის დაქორწინებისა და ორსულობის შესახებ.

    "16 წლის ბავშვი რატომ იყო მშობელი? არასრულწლოვანი ბავშვი რატომ ცხოვრობდა უცხო კაცთან? მეურვე სად იყო? ვინ იღებდა ამ ბავშვის შესახებ გადაწყვეტილებას? როგორ ემსახურებოდა არასრულწლოვანს მეურვის წერილობითი თანხმობის გარეშე ადმინისტრაციული ორგანოები და ოფიციალური დაწესებულებები? სოციალური სამსახური როგორ ამონიტორინგებდა უცხო ადამიანთან მცხოვრებ ბავშვს? სკოლა როგორ აქცევდა ყურადღებას? სამშობიარო? პედიატრი? მეან-გინეკოლოგი? ექთანი? თერაპევტი? ბავშვს იმუნიზაცია ვინ გაუკეთა? მასწავლებელი? დირექტორი? და მილიონი სხვა ადამიანი... ვინმემ გააკეთა სავალდებულო შეტყობინება სექსუალურ ძალადობაზე, რომლის შეუტყობინებლობაც კანონის დარღვევაა? (16 წლის ქვემოთ ბავშვთან სექსუალური კავშირის დამყარება).

    გაინაწილეთ ახლა პასუხისმგებლობა სამართლიანად, რამდენმა ასეულმა ადამიანმა იცოდა, რომ ბავშვის უფლებები დაირღვა ყველაზე მძიმე ფორმით და რა რისკები ახლავს ამას თან? რამდენი ათასი ბავშვია ამავე მდგომარეობაში და თვალს ხუჭავთ? 16 წლისას თუ ლამის 1- წლამდე შვილი ჰყავდა, რამდენი წლის იყო, როცა მასზე სექსუალურად იძალადეს, 14-ის? 16 წლამდე ნებისმიერი სექსუალური კავშირი არის სექსუალური ძალადობა, რადგან არ შეუძლია ბავშვს თანხმობის მიცემა", - ამბობს უფლებადამცველი ანა არგანაშვილი "კვირისპალიტრასთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×