სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.05.2019

     "ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური დირექტორის მერაბ ლომინაძის თქმით, ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ სამი ათასამდე გაფიცული თანამშრომლის ოთხი მოთხოვნიდან კომპანიამ სამი შეასრულა. კომპანია თანახმაა, მაღაროელთა ხელფასი ეტაპობრივად გაზარდოს, თუ საწარმოო პროცესი აღდგება

    "ოთხი მოთხოვნიდან პრაქტიკულად სამი შესრულებულია. ეს არის კვება, ასევე, დაზღვევასთან მიმართებით სხვადასხვა ჰოსპიტალში დამატებით მომსახურების მიღება; ამის ტექნიკური საშუალება არსებობს და არ შეიზღუდებიან ჩვენი თანამშრომლები. ასევე პრაქტიკულად მოგვარებულია ქალაქში მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის აკრძალვის საკითხი. ესეც უკვე ქალაქის მუნიციპალიტეტთან დავარეგულირეთ. უნდა აღვნიშნო, რომ ქალაქში მოძრაობის მოწესრიგება არ არის კომპანიის ფუნქცია. რჩება ხელფასის 50-პროცენტიანი მატების მოთხოვნა. გვაქვს წინადადება, რომ ეს ზრდა მოხდეს ეტაპობრივად და ეს საკითხი შეჯერდეს ჩვენსავე თანამშრომლებთან. არის ერთი გარემოება, რაც ცალსახად უნდა დაკმაყოფილდეს – სამუშაო პროცესი უნდა აღდგეს", – განცხადა ლომინაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×