სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.05.2019

     (რეზონანსი) გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. მუნიციპალიტეტის მერის, ინფორმაციით, ქარმა და წვიმამ კაჭრეთის ზონა დააზიანა.

    მისივე თქმით, სტიქიის ადგილას სპეციალური კომისია უკვე მიდის და ზარალს შეაფასებს.

    "ცოტა ხნის წინ ძლიერი ქარი და წვიმა იყო სოფელ კაჭრეთში.სადაც საცხოვრებელ კორპუსს თუნუქის სახურავი გადახადა და ახლა სწორედ იქ მივდივართ, რომ ვითარებას ადგილზე გავეცნოთ.ს პეციალური კომისიაც ჩართულია და ზარალს შეაფასებენ. ამ ეტაპზე სხვა დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს", - განაცხადა,მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

    შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved