სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.05.2019

     (რეზონანსი) ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის სავარაუდო თარიღი დასახელდა. ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა. ასევე 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის რამდენიმე საარჩევნო ღონისძიება და ვადები განსაზღვრა.

    ცენტრალური საარჩევნო კომისია მეორე ტურის თარიღს ოფიციალურად 19 მაისის პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ გამოაცხადებს.

    საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.

    19 მაისს საქართველოში მერების რიგგარეშე, პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. მეორე ტური მხოლოდ მთაწმინდაზე დაინიშნა, სადაც საარჩევნო სუბიექტებმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×