სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.05.2019

     (რეზონანსი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გამოძიება გადააკვალიფიცირა.

    როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას გულისხმობს.

    139-ე მუხლი კოდექსში განმარტებულია, როგორც პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი ქონებრივი დაზიანების, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით.

    დანაშაული ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავადპირველად, გამოძიებას სისხლის სამართლოს კოდექსის 150-ე მუხლით აწარმოებდა, რაც იძულებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს და ბსუ-ს ლექტორს ომარ მახარაძეს მისივე სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ომარ მახარაძე სტუდენტის ბრალდებებს უარყოფს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved