სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.05.2019

     მიხეილ დვალიშვილმა მკვლელობის საბედისწერო ღამესთან და კავშირებით გამოძიების კითხვებს უპასუხა. 

    20 წლის ახალგაზრდის ნათესავები მიიჩნევენ, რომ დვალიშვილი არ უნდა დააკავონ, რადგან ის უდანაშაულოა. მოკლული ჩვილის მამის ახლობლები ამბობენ, რომ ოჯახის შექმნის დროს მიხეილ დვალიშვილმა გოგოს რეალური ასაკი არ იცოდა, ხოლო როდესაც გაიგო, მაშინ 16 წლის გოგოს მშობლებმა ის უკან არ წაიყვანეს.

    "მგონი, რომ არარეალურია ამის დაკავება. როგორც შვილმკვდარი მამა, როგორ უნდა დააკავონ, ჯერ ერთი. რეალურად არ მგონია, რომ დაკავების ღირსი იყოს ასეთი გამწარებული მამა", - ამბობს მიხეილ დვალიშვილის მამიდა, ნინო დვალიშვილი.

    ახალგაზრდა მამის უდანაშაულობაზე საურობს მისი ნათლიაც: "თვითონ ჩამოვიდა ეს გოგო თავიდან, დაურეკა, ძალადობის მსხვერპლი ვარო და თუკი არ შემიფარებ და არ წამიყვანო, თავს მოვიკლავო. არც ასაკი იცოდა, სხვათა შორის, სანამ მშობლები არ ჩამოვიდნენ და არ თქვეს, რომ პატარა იყო და არ შეიძლებოდა ჯერ გათხოვება და წასვლითაც, არც წაყვა და არც წაიყვანეს", - განაცხადა ელგა ოდოსაშვილმა.

    7 თვის ჩვილის მამის მამიდა, ნონა დვალიშვილიც იმავეს ამბობს, რასაც დვალიშვილის ნათლია: "ნამდვილად არ უნდა დააკავონ, ჯერ არ იცოდა რა ასაკის იყო. გამოექცა დედას, ამბობდა, რომ დედის გამო წამოვედი, მიშველეთ, თუ არა თავს მოვიკლავ და ამ ბიჭმა შეიფარა. მშობლები ჩამოვიდნენ, ასაკი კი გავიგეთ, მაგრამ არ გაჰყვა მშობლებს და არ უძალადიათ წაყვანა და მართლა მსხვერპლია მიშო", - განაცხადა ნონა დვალიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved