სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.05.2019

     (რეზონანსი) 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, ჩვილის მამა მიხეილ დვალიშვილი დაიკითხა.

    „რა თქმა უნდა, ვითანამშრომლე გამომძიებელთან, დაზარალებულად ვიგრძენი თავი, ვითანამშრომლებ კიდევაც, რა თქმა უნდა. არანაირი არაფერი არ ყოფილა, არც დარღვევა ოჯახში, არც კონფლიქტი და არანაირი არაფერი, უბრალოდ, გვყავდა სტუმრები და ჩვეულებრივად იყო, ნორმალურ ოჯახს როგორც შეეფერება, მაგრამ საღამოს ისეთი ტრაგედია იყო, ისეთი რამ მოხდა, რომ დაგვღუპა სულ ყველა, თუ გადავიტანთ ამას, ჯერჯერობით, არც ვიცით" - აღნიშნა ჩვილის მამამ.

    საქმე ეხება, ჩვილის პოვნის საკითხს თუმცა, არ არის გამორიცხული მიხეილ დვალიშვილი არასრულწლოვან მეუღლესთან სქესობრივ კავშირში დაადანაშაულოს.

    20 წლის მიხეილ დვალიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved