სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.05.2019

     იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ მან სააპელაციო სასამართლოში გადასვლაზე თავისი კანდიდატურა იმიტომ მოხსნა, რომ შესაძლოა, სამომავლოდ იფიქროს უმაღლეს ინსტანციაზე. ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატი გედევან ფოფხაძე გამოეხმაურა და მიქაუტაძეს ურჩია, ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს.

    „გიორგი მიქაუტაძეს მინდა, პერსონალურად მივმართო და ვურჩიო, გადაიფიქროს, თუ ამაზე ფიქრობს, ნუ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რადგან ხელისუფლება შეიცვლება 2020 წელს და მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თუ გიორგი მიქაუტაძე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და გახდება უზენაესი სასამართლოს წევრი, მერე მოხვდეს იქ, სადაც მისი ადგილია, ესე იგი, საპატიმრო დაწესებულებაში და პირადად ვპირდები მიქაუტაძეს, რომ ჩავალპობ ციხეში, სადაც რეალურად, მისი ადგილია, იმ შემთხვევაში, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა "36- გრადუსში" ფოფხაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (25.05.2019)
    რა დარწმუნებით საუბრობს-ნაცებივით-რომ 2020-ში ხელისუფლებას შეცვლის ეს ვაჟბატონი? მიქაუტაძის დაწინაურება ნამდვილად არ მინდა და ვურჩევ დაეტიოს იქ, სადაც არის, მაგრამ დარწმუნებით თქმა- დამუქრება --ჩემი აზრით, არ შეჰფერის მოაზროვნეს, ეჭვი უნდა შეიტანო იმედებში! არ არის მისი მომხრეები ამის შესრულების ძალის მქონენი, ტყუილა ნუ იმუქრებიან უ მ ა დ უ რ ე ბ ი.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×