სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.05.2019

     აპრილიდან მოყოლებული რუსთავში 17 ქვეწარმავალი დაიჭირეს. როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრში აცხადებენ, აპრილში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით სამსახურში 7 შეტყობინება შევიდა, აქედან 2 შემთხვევაში ქვეწარმავალი არ დაფიქსირდა, მიმდინარე თვეში კი სამსახურმა 12 ქვეწარმავლის დაჭერა მოახდინა.

    ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, ჯერჯერობით შხამიანი გველი არც ერთ გამოძახებაზე არ გამოუვლენიათ, შეტყობინებები კი სამსახურში ქალაქის მასშტაბით ყველა უბნიდან შედის.

    ბეგაშვილის ინფორმაციითვე, გამოძახებები ქვეწარმავლის შემჩნევასთან დაკავშირებით, ძირითადად, საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან ხდება.

    მოსახლეობას ქვეწარმავლის შემჩნევასთან დაკავშირებით მერიის ცხელ ხაზზე დარეკვა 24 საათის განმავლობაში შეუძლია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved