სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.05.2019

       (რეზონანსი) ჭიათურაში საპროტესტო აქციამ დღეს მთელი ქალაქი მოიცვა. მოშიმშილეები და ჯორჯიან მანგანეზისთანამშრომლები კარვებიდან დროებით გამოვიდნენ და საპროტესტო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში გამართეს.

    15 ადამიანი უკვე 9 დღეა ხელფასების გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციას მართავენ. რამდენიმე მათგანმა პირიც კი ამოიკერა.

    „პროტესტის შეწყვეტას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირად, სანამ შედეგს არ დავდებ, სანამ არ მივიყვანთ ამ დაწყებულ საქმეს ბოლომდე. მაგრამ, როგორც ასეთი, არის ნიუანსები, რომელიც უნდა შეიცვალოს. ერთმანეთში აქვთ საუბრები მთავრობას და ჩვენს წარმომადგენელ კომპანიას, რომელმაც გაგვიშრო უკვე წლებია, სისხლი... შაბათ-კვირა უნდა მივცეთ დრო. მგონი, ამ შაბათ-კვირას დააფიქსირებენ ჩვენს სახალხო აზრს... ველოდებით, თუ არადა მოუწევთ თითოეულ მათგანს, დატოვონ სამსახურები,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×