სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.05.2019

     (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა:

    "გამოძიებამ დაადგინა, რომ ს.ა.-მ შემდგომი რეალიზაციის მიზნით, უკანონოდ შეიძინა 43 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება "ალფა პვპ". სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ, სასაფლაოებთან ახლოს, ტყის მასივში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნარკოტიკის მცირე შეკვრების სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებას ცდილობდა.

    პოლიციამ, ს.ა.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

    გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით"- ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved