სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.05.2019

     (რეზონანსი) აფეთქება მოხდა საფრანგეთში, ლიონში, ქალაქის ცენტრში მდებარე საკონდიტროსთან. ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც პაკეტში იყო გახვეული, უცნობმა პირმა ქალაქის ცენტრში ველოსიპედიდან ისროლა. თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 8 წლის გოგონა. აფეთქების შემდეგ გამოძიებამ უსაფრთხოების კამერის მიერ გადაღებული ეჭვმიტანილის ფოტო გაავრცელა და მოსახლეობას ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

    უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს საზოგადოების თავშეყრის ადგილებშიც.

    საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარს "წინასწარგანძრახული თავდასხმა" უწოდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved