სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.05.2019

     (რეზონანსი) ბლოკი "ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი კანდიდატის შალვა შავგულიძის ბანერები თბილისის ცენტრის ქუჩებიდან მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩამოხსნა, რომლებმაც გვიან ღამე ბლოკის წევრებმა გააკრეს.

    პარტიის ოფისში ალექსანდრე ბარამიძე, ბანერების ჩამოხსნას გამოეხმაურა:

    „გუშინ ღამით შალვა შავგულიძის საარჩევნო შტაბის მიერ თბილისის ოთხ ქუჩაზე განთავსდა დიდი ბანერები შალვა შავგულიძის საარჩევნო რეკლამით. ამ დილით გაირკვა, რომ ამ ოთხივე ქუჩაზე ეს ბანერები სავარაუდოდ თბილისის მერიის სამსახურებმა მოხსნეს. მიგვაჩნია, რომ ეს არის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლების და ასევე, საარჩევნო კანონდებლობის ძალიან უხეში დარღვევა. არ არსებობს ნორმა, რომელიც პირდაპირ კრძალავს ამგვარი ბანერების განთავსებას ვინმეს ნებართვის გარეშე. საარჩევნო კოდექსი, რომელიც ძირითადი ნორმატიული აქტია, რომელიც ამგვარი სააგიტაციო მასალების განთავსების წესს არეგულირებს, არ მიუთითებს, არ კრძალავს ხეებს ან სვეტებს შორის დიდი ბანერების განთავსებას. აქედან გამომდინარე, ეს მუნიციპალური ხელისუფლების მხრიდან იყო თვითნებური მოქმედება,“ - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved