რეზონანსი
25.05.2019

 (რეზონანსი) დიდ დიღომში მომხდარი საზარელი მკვლელობის ადგილზე ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. რამდენიმე წუთის წინ, აქ საცხოვრებელი სახლის მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევისას პატარა სახლში მარტო იყო. დედა კი პროდუქტების საყიდლად მაღაზიაში იყო ჩასული. 

"ჯერ ხმა გავიგეთ და შემდეგ კივილი. გავედით გარეთ და ვნახეთ ძირს ბავშვი ეგდო, ქალი კი მას დასტიროდა. ცდილობდა დახმარებას. დავრეკეთ სასწრაფოში, თუმცა მისი მოსვლის დროს ბავშვი გარდაცვლილი იყო. ზემოდან არავინ იხედებოდა. სხვა არავინ მოსულა, ალბათ არავინ ჰყავს, მხოლოდ ეს ქალი დასტიროდა"- აცხადებს თვითმხილველი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×