სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.05.2019

     (რეზონანსი) დედაქალაქის მერი შალვა შავგულიძის მხარდამჭერი ბანერების გაკვრას გამოეხმაურა და მას "უკანონობა" უწოდა.

    „ბანერების გაკვრის არანაირი უფლება არ ჰქონდათ და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მოჰყვა რეაგირება, მუნიციპალურმა ინსპექციამ და შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ქალაქში უკანონობა არ უნდა მოხდეს,“ - განაცხადა კახი კალაძემ.

    მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა შავგულიძის მხარდამჭერი ბანერი შტაბის წევრებმა გუშინ გვიან ღამით გააკრეს, თუმცა, დღეს დილას ადგილზე მისულებს ჩამოხსნილი დახვდათ.

    სანდრო ბარამიძის ინფორმაციით, ბანერი თბილისის მერიის სამსახურებმა ჩამოხსნეს, რაც მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა, რადგან არჩევნების პირველ ტურში ამავე ქუჩებზე სხვა საარჩევნო სუბიექტების პლაკატები არ ჩამოუხსნიათ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved