სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.05.2019

     (რეზონანსი) გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ იმერეთში ხეების ამოღების ნებართვის გაცემა კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა.

    ლევან დავითაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში, ეს არის საშეშე მერქანი და გაიყიდება აუქციონზე.

    „ჩვენს ოპონენტებსა და გარკვეულ მედიასაშუალებებს პოლიტიკურ ჭრილში გადაყავთ ეს თემა, რომელიც კანონმდებლობის სრული დაცვით შესრულდა. სამწუხაროა, რომ ახმელა სპეკულაციები ხდება ისე, რომ ტექნიკური დეტალები არავის მოუკითხავს. ეს არის 2017 წლიდან დაწყებული თემა, როდესაც ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობა გადაწყდა ქუთაისის ტერიტორიაზე. მთავრობის მიერ ხეების ამოღების ნებართვის გაცემა კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა. ამ შემთხვევაში, ეს ფაქტობრივად, არის საშეშე მერქანი და გაიყიდება აუქციონზე, რაც იმის დადასტურებაა, რომ რეალურად იქ იყო დაზიანებული, გამხმარი ხეები, რომელთა ამოღება ისედაც ხდება და სანიტარულადაც საჭიროა. ზოგადად, ამ პროექტის განხორციელებით, იქ ეკოსისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, რადგან პროექტი ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს, მათ შორის უკვე არსებული პრობლემების გამოსწორებასაც“, - განაცხადა დავითაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved