სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.05.2019

     (რეზონანსი) 25 მაისს, ჰამბურგში გამართულ სხდომაზე საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა რუსეთს დაავალა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ტყვეობიდან 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში დაკავებული 24 უკრაინელი მეზღვაური და უკრაინას დაუბრუნოს 2 სამხედრო და ერთი დამხმარე ხომალდი.

    ამ გადაწყვეტილებით ტრიბუნალმა დააკმაყოფილა სარჩელი, რომელიც უკრაინამ შეიტანა საერთაშორისო ტრიბუნალში.

    რუსეთმა ტრიბუნალის სხდომებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

    ტრიბუნალის მიერ გადაწყვეტლების გამოცხადებისთანავე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საერთაშორისო უწყებას ამ ინციდენტის საქმის განხილვის კონპეტენცია არ გააჩნია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved