სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.05.2019

     (რეზონანსი) კომპანიას, რომელიც მაღაროელებს საკვებით ამარაგებდა, ჯორჯიან მანგანეზმა ხელშეკრულება შეუწყვიტა. შპს ,,სალეს“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ მანგანეზს 100 000  ლარამდე დავალიანება აქვს, შესაბამისად, სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.

    ირმა გაფრინდაშვილის თქმით, სამი წლის განმავლობაში ვახტურ რეჟიმზე მყოფ მაღაროელებს ამარაგებდა საკვებით, აპრილში კი კომპანიის შეთავაზებით, ყველა მაღაროში მშრალი ულუფებით მომარაგება დაიწყო.

    გაფრინდაშვილის თქმით, ადმინისტრაციას მისთვის შენიშვნა არასდროს მიუცია. იცოდა, რომ კვება არასათანადო იყო, რადგან ერთი მაღაროელისთვის 1,80 თეთრი განსაზღვრეს, თუმცა თანხის გაზრდაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები.

    გაფრიდაშვილი სრულად იზიარებს გაფიცულების მოთხოვნებს და ხელშეკრულების შეწყვეტაში კომპანიის გენერალური დირექტორის აკაკი გურჯიძის ინტერესებს ხედავს.

    თავის მხრივ, ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, „სალესთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურა დაიწყო. 

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×