რეზონანსი
25.05.2019

 თელავში მცხოვრები დარეჯან შაშიაშვილი დახმარებას ითხოვს. შაშიაშვილი მარტოხელაა და უკვე 22 წელია  ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში აღრიცხვაზე იმყოფება. ქალბატონი მძიმე სოციალურ პირობებში, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის გარეშე ცხოვრობს.ის საწოლს არის მიჯაჭვული, არ ჰყავს მეურვე ან მზრუნველი. შაშიაშვილი ამბობს, რომ სოციალური დახმარება საჭმლისა და წამლების საყიდლად არ ჰყოფნის.

"უპოვართა სასადილოდან მოაქვთ საკვები, წამლები არ მყოფნის. სამედიცინო გამოკვლევები მჭირდება, მაგრამ ფული არ მაქვს. უკვე თვითმკვლელობაზე ვფიქრობ, მერე იტყვიან, გიჟი იყოო", - განაცხადა შაშიაშვილმა "პრაიმტაიმთან" საუბრისას.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის, გიორგი ენუქიძის განმარტებით, შარშან მერია შაშიაშვილს შეშით დაეხმარა, თუმცა წელს, მოქალაქეს მათთვის აღარ მიუმართავს.

"ორშაბათს გავაგზავნით წარმომადგენელს და შევისწავლით მის მდგომარეობას" - განაცხადა ენუქიძემ.

დარეჯან შაშიაშვილი 64 წლისაა.ის, წლების განმავლობაში, თელავში ერთ-ერთ საუკეთესო ფინანსისტად ითვლებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×