სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.05.2019

      (რეზონანსი) „გვაქვს სამი მოცემულობა - არის ტერიტორია ქედს მიღმა, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლირებადი ტერიტორიაა, არის ტერიტორია, რომელიც საქართველოს ეკუთვნის და ერთი მესამედი სადავო ტერიტორია. საინჟინრო სამუშაოები ხდებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე", - ამის შესახებ „ქრონიკასთან" საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განმარტა. 

    „იმისთვის რომ არ გაჩენილიყო ინტერპრეტაცია, რომ თითქოს სტატუს კვო იცვლება, ეს საკითხი მკაფიოდ დავაყენებთ მოლაპარაკებებზე. ჩიჩხიტურის კოშკი ქედზე დგას, ჩვენს ტერიტორიაზე, ის სამუშაო რაც მიმდინარეობდა იყო ქედს მიღმა - დაბლობში", - განაცხადა ზალკალიანმა.

    მინისტრის განცხადებით, საექსპერტო ჯგუფები სადელიმიტაციო ჯგუფისგანაა დაკომპლექტებული. მათი მთავარი სახელმძღვანელო 1996 წლის პროტოკოლია, რომელზეც ხელი აქვთ მოწერილი აზერბაიჯანს და საქართველოს. „იქ არის რუკები და ამ რუკებით უნდა მოხდეს ადგილზე სიტუაციის შესწავლა და ამას შესაბამისი ექსპერტული დასკვნა სჭირდება", - განმარტავს საგარეო საქმეთა მინისტრი.

    დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები დღეს განახლდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა გაავრცელა. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წერდა, რომ ადგილზე მიყვანილია მძიმე ტექნიკა და კვლავ გრძელდება კლდოვანი საფარის ნგრევა. მოგვიანებით ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები შეწყდა და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×