სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.05.2019

     ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი გავაზი, ჭიკაანი და ახალსოფელი დააზარალა. დასეტყვილია ვენახები, ბოსტნეული და მარცვლოვანი კულტურები. ძლიერმა ქარმა საავტომობილო გზასთან წააქცია ხეები.

    როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ყველაზე მეტად სოფელი ახალსოფელია დაზარალებული.

    „სეტყვამ ძირითადად ვენახები და ერთწლიანი კულტურა დააზიანა. ხვალ დილიდან გახდება ცნობილი, კიდევ რა დააზიანა სეტყვამ და დაზიანების ფართობის შესახებაც ინფორმაციის მოპოვებაზე შესაბამისი კომისია იმუშავებს“, – განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.

    ახალსოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ სეტყვამ ზოგიერთ ადგილებში ვენახები მთლიანად დააზიანა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved