სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    27.05.2019

     რუსთავში, მეგობრობის გამზირზე სამმა სამხედრო მომსახურემ, ხანძრის დროს, 2 მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა. ჯარისკაცები რუსთავში გასამართ ღონისძიებაზე მიდიოდნენ, რა დროსაც გზიდან შეამჩნიეს, რომ ფანჯრიდან კვამლი გამოდიოდა, ადგილზე მისულებს კი ბინაში ძლიერი ხანძარი დახვდათ. იყო ინფორმაცია რომ სახლში 2 მცირეწლოვანი იმყოფებოდა, მეზობლების თქმით ბავშვების მამა გარეთ იყო და სახლში ვერ შედიოდა.

    ხანძართან ერთად იყო ძლიერი დაკვამლიანება, ოთახში შესვლას ვერავინ ბედავდა თუმცა სამმა ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ოთახში შეაღწიეს და 2 მცირეწლოვანი ალმოკიდებული სახლიდან გამოიყვანეს. 

    მაღალი დაკვამლიანების შედეგად სამხედროებმა მძიმე ინტოქსიკაცია მიიღეს. ერთ-ერთი მათგანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო ორს, კლინიკა "რუსთავში" შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.

    "ინფო რუსთავმა" 2 სამხედროს სახელი და გვარი გაარკვია, ესენი არიან: 26 წლის დავით კვიწინაძე და 34 წლის ალექსანდრე ჯანიაშვილი, მესამე ჯარისკაცის ვინაობა ჩვენთვის უცნობია, აღსანიშნავია რომ ალექსანდრე ჯანიაშვილი რუსთაველია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved