რეზონანსი
27.05.2019

ლა­გო­დეხ­ში, ნი­ნოს­ხე­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 16 წლის გო­გო­ნას რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია მაშ­ვე­ლე­ბი უშე­დე­გოდ ეძე­ბენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ლა­გო­დე­ხის მერ­მა გა­ნუ­ცხა­და, მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გარ­თულ­და, თუმ­ცა სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი ძებ­ნას მა­ინც აგ­რძე­ლე­ბენ.

ჯონ­დო მდივ­ნიშ­ვი­ლის თქმით, მო­ზარ­დი მდი­ნა­რე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და რა დრო­საც სწრაფ­მა დი­ნე­ბამ გა­ი­ტა­ცა.

"ად­გილ­ზე ვი­ყა­ვი და საკ­მა­ოდ რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რო ბი­რო­ბე­ბია, რაც სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებს აფერ­ხებს, თუმ­ცა სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი აქ­ტი­უ­რად, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად აგ­რძე­ლე­ბენ ძებ­ნას. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცით, თბი­ლი­სის ერთ-ერთი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ბი ექ­სკურ­სი­ა­ზე იყ­ვნენ, სა­ვა­რა­უ­დოდ ახალ­გაზ­რდე­ბი, ნი­ნოს ხე­ვის მიმ­დე­ბა­რედ, მდი­ნა­რე­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და ერთი მათ­გა­ნი დი­ნე­ბამ გა­ი­ტა­ცა. რო­გორც ვიცი, ახლა და­ნარ­ჩე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი და­კი­თხვა­ზე არი­ან პო­ლი­ცი­ა­ში", - გა­ნა­ცხა­და ლა­გო­დე­ხის მერ­მა ჯონ­დო მდივ­ნიშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×