სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    27.05.2019

     რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებასთან, პატიმრის, ავთანდილ სოფრომაძის ოჯახის წევრები აქციას გამართავენ. 29 წლის პატიმარმა, დაახლოებით 20 დღის წინ, მუცლის არეში მაკრატლით თვითდაზიანება მიიყენა. ის მკურნალობაზე ამ დრომდე უარს ამბობს. სოფრომაძის ახლობლები და ადვოკატი პატიმრის სხვა ციხეში გადაყვანას ითხოვენ და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მუქარაზე, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ.

    „ვიქნებით, როგორც მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, ასევე სხვადასხვა უფლებადამცველთა გაერთიანება, არასამთავრობო ორგანიზაციები, მსჯავრდებულის ოჯახი, შესაბამისად ეს იქნება პერმანენტული აქციები. ვიდრე იგი იქნება მე-6 დაწესებულებაში იქნება ამ მდგომარეობაში და სხეულიდან არ ამოიღებს მაკრატელს", - ამბობს სოფრომაძის ადვოკატი კახაბერ შინჯიაშვილი.

    (კურიერი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved