სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    27.05.2019

    გუშინ 26 მაისს ლაგოდეხში ექსკურსიის დროს მომდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში დიდი აღშფოთება და არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრი საკითხს აყენებს ასე,  სანამ ბოლომდე არ იქნება ამ ექსკურსიების ორგანიზებისას უსაფრთხოების წესები დაცული, აიკრძალოს სასკოლო ექსკურსიები, ერთ-ერთი მომხმარებელი სახელით ნუცა  კომენტარში წერს:

    "ჩემი 16 წლის შვილი იტალიაში სწავლობს,ექვსკურსიაზე მატარებლით წაიყვანეს დაათვალიერებინეს მუზეუმები, გზაზე გადასასვლელებზე კარაბინიერები კეტავდნენ გზას, რომ ბავშვებს გაევლოთ, მშობლები ვადევნებდით თვალყურს  ელექტრონულ გვერდზე, სადაც იწერებოდა თუ სად და რა ვითარებაში იყვნენ ბავშვები, არანაირი ღრეობა, შევიდნენ პიცერიაში მიირთვეს პიცა და ღრუბლიანი ამინდის გამო, ერთი საათით ადრე დაბრუნდნენ,  ესეც, რა თქმა უნდა, შეათანხმეს მშობლებთან, შევძლებდით თუ არა ბავშვების დახედრას სადგურზე. ეს ყელაფერი სულ რაღაც 25 ევრო დაჯდა. არ არის საჭირო ტყეში სიარული, მწვადების და ღვინის ტრიალი, უნდა მოეთხოვოს პასუხი ყველას! ვისაც ევალებოდა ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ის რომ გადაიღეთ ევროპიდან სკოლაში არ შევუშვათ მშობელიო ,სხვა რამე გადაგეღოთ!"

    გავრცელებული ინფორმაციით დაკარგული 16 წლის გოგონა თბილისის კერძო სკოლა "ალბიონის" მოსწავლეა, ასევე გავრცელდა, რომ მას ტყეში სეირნობისას  ფეხი დაუცურდა, მდინარეში ჩავარდა და დინებამ წაიღო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ultra   (27.05.2019)
    ხოდა იძახეთ მერე ევროპის და ლიბერალების საგინებელი, იქ ადამიანია ფასეულობა და სსრკ-ში იარაღი. მახსოვს ჩვენი ექსკურსიები და მათი სხვაობა დასავლურ ტრადიციებთან, იქ სადაც შვილებს მართლა უვლის სახელმწიფო, პასუხისმგებლობით და საქმიანად ეკიდება საკეთებელს

    ლია   (27.05.2019)
    აღარ უნდა მორჩეთ ამ ექსკურსიებს, ფულის მახე, უყურადღებობა ესაა ექსკურსია?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved