სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    27.05.2019

     შიმშილობის მეთერთმეტე დღეს გაფიცული მაღაროელები პროტესტს არ წყვეტენ და კვლავ სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. გაფიცულ მაღაროელებს მხარდაჭერა დღეს სკოლის მოსწავლეებმა გამოუცხადეს. ჭიათურის შვიდი საჯაროს სკოლის მოსწავლეები აქციის მონაწილეებთან ერთად ქალაქის მერიასთან იმყოფებიან. მაღაროელებს მხარდაჭერა რამდენიმე სკოლის დირექტორმა და რესურსცენტრის ხელმძღვანელმაც გამოუცხადა.

    „ჭიათურის სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. თუმცა ბავშვების ნაწილი სკოლებში არ გამოცხადდა. მშობლებმა უარი თქვეს ბავშვების სკოლაში წაყვანაზე. მე მოვედი, რათა სოლიდარობა გამოვუცხადო მაღაროელებს. მამაჩემი იყო მაღაროელი და მე ვიცი, თუ რა მძიმე შრომაა მათთვის ეს. სასწავლო პროცესის არ შეწყდება და პედაგოგები მაღაროელების გვერდზე სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დადგებიან“, – განაცხადა ჭიათურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნუგზარ მიროტაძემ.

    ამ დილით მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად სავაჭრო ობიექტები დაიხურა. გაფიცულ მაღაროელებს ჭიათურელები მხარდაჭერას უცხადებენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved