სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    27.05.2019

     (რეზონანსი) „უნდა გვახსოვდეს, რომ დიასპორის მოქმედება, საქმიანობა, ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე," - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიასპორის ფორუმზე „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    „ქართული დიასპორის მოღვაწეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ბევრს აკეთებენ საქართველოსთვის. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მრავალი მეცნიერი, მრავალი ადამიანი ემსახურება საქართველოს და იმედია, რომ ეს მათი მოღვაწეობა იქნება მეტად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მაგრამ მე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ არის უარყოფითი მხარეებიც. მრავალი ქართველი ადამიანი დღეს ციხეში იმყოფება ქურდობისათვის ან სხვა უარყოფითი საქმისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს უარყოფითი მხარეები აღმოიფხვრას. უნდა გვახსოვდეს, რომ დიასპორის მოქმედება, საქმიანობა, ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე. სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ჩვენი ქართველები კარგად მოიქცევიან. მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება.

    გულითადად მივესალმები უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს ქართველებს. მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეკლესიებს, ტაძრებს, რომელიც ჩვენ გავხსენით უცხოეთში. ყოველ ეკლესიასთან შექმნილია საკვირაო სკოლა, სადაც ასწავლიან ქართულ ენას, ლიტერატურას, ისტორიას, სადაც ასწავლიან ქართულ ტრადიციებს. მე მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, რომ გაუადვილოთ ჩამოსვლა ქართველ ადამიანებს სამშობლოში. ყველას გილოცავთ. დალოცვილი იყავით შინ და გარეთ," - განაცხადა პატრიარქმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×