სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    27.05.2019

     (რეზონანსი) ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, იაგო ნებიერიძის პროცესი მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, განჩენი დღეს გამოცხადდება.

    სხდომის დაწყებამდე ნანიკო ნებიერიძის ოჯახის წევრებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

    ცნობისთვის, ექსპერტიზამ გორში მოკლული 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება დაადასტურა.

    გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე.

    იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved